ვარკეთილის სადარბაზოში ყუმბარა შეაგდეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილის სადარბაზოში ყუმბარა შეაგდეს, არიან დაშავებულებივარკეთილში, სამხედრო დასახლებაში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადარბაზოში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

დაშავებული პირები „ამტელისა“ და ინგოროყვას კლინიკებსი გადაიყვანეს. ერთ-ერთს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მეორე პირს, რომელსაც მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები hქონდა, ექიმებმა ჭრილობები დაუმუშავეს და სტაციონარულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ზედაპირული ჭრილობები იყო მიყენებული მეტალის ნაწილაკებით.

ნიუპოსტი