,,ცხედარს ქალის ,,ტუფლი” ედო გულზე” – სკოლის ეზოში მთიბავებმა გარდაცვლილი კაცი იპოვეს

,,ცხედარს ქალის ,,ტუფლი" ედო გულზე" - სკოლის ეზოში მთიბავებმა გარდაცვლილი კაცი იპოვესქუთაისში, 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ,,ტოპნიუსთან” ყვებიან, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში არასასიამოვნო სუნი იგრძნობოდა. ცხედარი დილის საათებში იპოვეს, როდესაც მთიბავები სკოლის ტერიტორიას ასუფთავებდნენ.

-არ ვიცით ვინაობა. როგორც ჩანს, დიდი ხნის გარდაცვლილია, სახეზე მიცვალებულის ამოცნობა შეუძლებელია, – აცხადებენ ,,ტოპნიუსთან” ადგილობრივები.

უცნობია რა ვითარებაში გარდაიცვალა შუახნის კაცი.

,,პალიტრავიდეოსთან” კი ადგილობრივი მცხოვრები ყვება:

-ბევრი ხალხი იყო, პოლიციაც იყო მოსული, ეზოში იპოვეს. ამბობენ, რომ ეს კაცი იყო შარვალ-კოსტიუმში დამარხული, არ ჰქონდა სახე, ცალი ხელი ჰქონდა, ცალი არ ჰქონდა და გულზე ,,ტუფლი” ედო ქალის.

-დამარხული რას ნიშნავს?

– ერთ მეტრზე იყო მიწა ამოთხრილი და მიწა ეყარა ზემოდანაც და ძაღლებმა ამოთხარეს.

-შეიძლება აქ მოიყვანეს და დამარხეს?

-რა ვიცი, შეიძლება.

.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

პალიტრავიდეო, ტოპნიუსი