თვითმფრინავიდან მგზავრი ჩამოვარდა

თვითმფრინავიდან მგზავრი ჩამოვარდაBBC-ის ინფორმაციით, ლონდონში 15 :00 საათზე ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში ჩამოვარდა გარდაცვლილი ადამიანის გვამი სწორედ მაშინ, როდესაც სახლის მფლობელი რუჯს იღებდა.
როგორც პოლიციას მომხდარის შესახებ მეზობელმა გაუნცხადა, მან გაიგო ძლიერი დარტყმის ხმა, გაიხედა მეზობლის ეზოში და აღმოაჩინა, რომ სისხლით იყო გარშემო ტერიტორია მოსვრილი.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, გვამი ჰისროუს აეროპორტიდან აფრენილი კენიის ავიახაზების თვითმფრინავის შასის განყოფილებიდან ჩამოვარდა. სკოტლანდ-იარდის თანახმად, გარდაცვლილი ადამიანი უბილეთო მგზავრი იყო, რომელიც თვითმფრინავის შასის განყოფილებაში შეიპარა, საჭმელი მოიმარაგა, თუმცა აფრენისას უჟანგბადობის, ძლიერი წნევისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო ცუდად გახდა და ჩამოვარდა თვითმფრინავიდან.

ნიუპოსტი