,,sos ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია! დედებო, თქვენ კლავთ შვილებს” – თეონა წურწუმია

,,sos ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია! დედებო, თქვენ კლავთ შვილებს" - თეონა წურწუმია,,SOS! ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია და მას უცოდინრობა ჰქვია!” – წერს ფეისბუქში თეონა წურწუმია. საქმე ეხება რწყილებისთვის განკუთვნილ წამალს, რომელსაც დედები ტილებისთვის ხმარობენ.

,,ბარსი” ძაღლის რწყილის წამალი, რომელიც იყიდება მხოლოდ ვეტაფთიაქში და ლეკვსაც კი კლავს, ფართოდ გამოიყენება ე.წ.  დედების მიერ ყველაზე ძვირფას შვილებზე! ,,თეკლამ მირჩია, კარგია” – სანამ ამ პრინციპით შვილს მოწამლავთ, წაიკითხეთ, რა არის ეს ,,ბარსი”.

,,ბარსი” – ესაა რწყილების საწინააღმდეგო ნივთიერება ფიპრონილი –  3 დონის ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ლეკვსაც კი კლავს, ეს ნივთიერება წლობით არ გამოდის ორგანიზმიდან, ილექება ცხიმოვან უჯრედებში და გამოსცემს სუნს, რომელსაც მწერები ვერ იტანენ. სწორედ ესაა ამ 2 წვეთის მოქმედება. ანუ თქვენ წამლავთ შვილს, რომ ტილი არ მიეკაროს და სხვასაც ურჩევთ.

გვერდითი ეფექტები მწვავე ალერგია, თმის ბუდოვრივი ცვენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ბიჭებში სასქესო ჰორმონის დისბალანსი და ლეიკემია! აი,  ამ უვიცი დედების გამოა საქართველო ბავშვთა სიკვდილიანობით პირველ ადგილზე! ვინც არ იცით, გაიგეთ, რომ თქვენ კლავთ შვილებს ნელი სიკვდილით!”.