სირიელი გოგონა: ,,დნმ-ის ანალიზით 61%-ით ქართველი ვარ”

სირიელი გოგონა: ,,დნმ-ის ანალიზით 61%-ით ქართველი ვარ"სირიელი გოგონა წერს, რომ დნმ-ის ანალიზით 61 პროცენტი ქართული სისხლი აქვს.

,,გამარჯობათ, მეგობრებო! ბოლო პერიოდში მე ჩავიტარე დნმ-ის ანალიზი და აღმოჩნდა, რომ 61 პროცენტი ქართული სისხლი მაქვს. ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ საქართველოში ვიმოგზაურო. ვაპირებ, მარტო მოგზაურობას. მაქვს რამდენიმე კითხვა და იმედია, დამეხმარებით: როდის არის მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო? სად ჯობია წავიდე? შესაძლებელია, რომ მარტომ ვიმოგზაურო?”.

გოგონას წერილს ინტერნეტ-მომხმარებლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი დნმ-ის ანალიზის თემით დაინტერესდა, ნაწილი წერილს იუმორით გამოეხმაურა, ნაწილი კი – სკეპტიკურად. გოგონამ ინტერნეტ-მომხმარებლების რჩევებიც მიიღო.

“სამხარაულის დასვნა აქვს? 61% ჩვენ არ გვაქვს ალბათ ქართული სისხლი”, ,,შენ უფრო მეტად ქართველი ყოფილხარ, ვიდრე ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე. საშუალო სტატისტიკურ ქართველს მშობლიური ქართული დნმ მხოლოდ 30-40 პროცენტი აქვს, მრავალსაუკუნოვანი შემოსევების და მულტიკულტურალიზმის გამო,” ,,სად გაიკეთე დნმ-ის ასეთი ზუსტი ანალიზი? ჩვენც გვაინტერესებს”, ,,შესაძლოა, დაპყრობითი ომების გამო გქონდეს ჩვენნაირი დნმ, შესაძლოა იმის გამო, რომ ჩვენგან ბევრ გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ,” – წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.