საბერძნეთში წყალდიდობაა, დაიღუპა 7 ადამიანი

საბერძნეთში წყალდიდობაა, დაიღუპა 7 ადამიანისაბერძნეთის დასავლეთში წყალდიდობის გამო ათობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სტიქიამ რამდენიმე დღის წინ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან 6 – ტურისტი. დაშავდა 100 ადამიანი.

მსგავსი რამ საბერძნეთისთვის უჩვეულოა. აქ ზაფხულობით ცხელი და მშრალი ამინდია.

წყალდიდობამ ქალაქებთან პეტრა და ნაფპაკტოსი გზები დააზიანა, მთავარი მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. არავინ დაშავებულა, ინფორმაცია არც დაკარგულების შესახებ ვრცელდება.თუმცა, ადამიანებმა დაკარგეს სახლები და ქონება, ფერმერებმა დაკარგეს ცხოველები.

ტაბულა