,,ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს” – რა მოხდა ნინო სუხიშვილსა და ლევან აკინს შორის

,,ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს" - რა მოხდა ნინო სუხიშვილსა და ლევან აკინს შორისრეჟისორი ლევან აკინი, რომლის ფილმიც ,,და ჩვენ ვცეკვავთ” ბრიტანულმა ჟურნალმა კანის საუკეთესო ფილმების სამეულში შეიყვანა, უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნინო სუხიშვილმა ის მოცეკვავეები დაბლოკა, რომლებსაც ფილმში უნდა ეთამაშათ. შეგახსენებთ, რომ ,,და ჩვენ ვცეკვავთ” ერთსქესიანთა სიყვარულზეა.

ლევან აკინი იხსენებს, რომ მას ნინო სუხიშვილმა შეხვედრაზე უთხრა: ,,ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”.

-მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ, -ყვება ლევან აკინი.