ქალაქები კვამლშია გახვეული, რუსეთში 2 მლნ კვადრატული კილომეტრის ფართობზე ტყე იწვის – ვიდეო

ქალაქები კვამლშია გახვეული, რუსეთში 2 მლნ კვადრატული კილომეტრის ფართობზე ტყე იწვის - ვიდეორუსეთში, ციმბირში ფართომასშტაბიანი ტყის ხანძარი მძვინვარებს. ტყე 2 მლნ კვადრატული კილომეტრის ფართობზე იწვის. ხანძრის გავრცელების მიზეზი მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარია.

კვამლი უკვე გავრცელდა კრასნოიარსკისა და ირკუტსკის ოლქებში, მან ფაქტობრივად უკვე დაფარა ქალაქების ნაბერეჟნიე ჩელნის, ნიჟნეკამსკის და კიდევ რამდენიმე ქალაქის ცა. ქალაქებში ნოვოსიბირსკსა და ტომსკში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონეა დაფიქსირებული. კვამლი ყაზანსაც უახლოვდება.

რუსუეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის ჩაქრობისთვის თითქმის არაფერს აკეთებს, თუმცა მობილიზებული ჰყავს ასობით მეხანძრე. მათი განცხადებით, ტყე რთულად მიღწევად რაიონებში იწვის და მისი ჩაქრობა გაცილებით დიდ სახსრებთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე შესაძლო ზარალი. ციმბირის ტყის ხანძარი და კვამლი უკვე კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი