პედოფილიის შემზარავი ფაქტი – პაპამ შვილიშვილი გააუპატიურა უკრაინაში

პედოფილიის შემზარავი ფაქტი - პაპამ შვილიშვილი გააუპატიურა უკრაინაშიუკრაინაში, დონეცკის რაიონში ბაბუამ, 11 წლის შვილიშვილი გააუპატიურა.

პორტალ „kp.ua“-ს ინფორმაციით, შემთხვევის დროს, გოგონას დედა პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

ინციდენტის შესახებ კრიმინალური პოლიციის უფროსი ხელმძღვანელი ვიაჩესლავ აბროცინი იტყობინება. უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, 30 წლის ქალბატონმა  11 წლის ქალიშვილი, ბაბუის (მისი  მამა) მზრუნველობის ქვეშ დატოვა და პოლონეთში სამუშაოდ გაემგზავრა.

ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ დედამ გოგონა საცხოვრებლად პოლონეთის ქალაქ გადანსკში წაიყვანა. რამდენიმე ხნის შემდეგ სკოლაში სამედიცინო შემოწმების დროს გოგონას 7 თვის ორსულობის დიაგნოზი დაუდგინეს.

სკოლის მოსწავლემ აღიარა, რომ ბაბუამ იმ დროს გააუპატიურა, როცა დედა სამუშაოდ იმყოფებოდა. დედა პოლიციის გაყოფილებას მიმართა. ეჭვმიტანილი, რომელიც 1955 წელს არის დაბადებული, დიდი ხნის განმავლობაში გამოძიებას ემალებოდა – პოლიციამ მისი ადგილმდებარეობა დაადგინა.

სკოლის მოსწავლემ, ქალაქ გდანსკის სამშობიარო ცენტრში იმსობიარა და გოგონა შეეძინა. ორსულობის შეწყვეტა ვერ მოხერხდა, რადგან უკვე ძალიან დაგვიანებული იყო.

პრაიმტაიმი, ავტორი რუსა ღვანიძე