პაატა იმნაძე: ,,ეს მწვანილი თუ მოხვდება სალათებში, 2 საათის მერე პრობლემა გახდება”

პაატა იმნაძე: ,,ეს მწვანილი თუ მოხვდება სალათებში, 2 საათის მერე პრობლემა გახდება"ინფექციების მხრივ ძალიან მშვიდი სეზონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის კვებასაც შეეხო და ახლა რადგან სალათების სეზონია, მოსახლეობას რჩევა მისცა:

– მწვანილზე შეიძლება, 1-2 მირკობი იყოს და მათ გამო არაფერი მოგვივა, მაგრამ იგივე მწვანილი თუ მოხვდება სალათებში, შეიძლება ეს სუფრის ბოლოს, დაახლოებით 2 საათის შემდეგ პრობლემა გახდეს, რადგან მიკრობები გამრავლდება. ასევე, სალათები უნდა ინახებოდეს მაცივარში და კიდევ უფრო კარგია, თუ არაჟნით ან მაიონეზით უშუალოდ სუფრაზე გატანამდე გავაწყობთ. სალათები კარგია, ოღონდ რძის პროდუქტების, მაიონეზისა და არაჟნის გარეშე”.