ნიკუშას და ნიკის სიყვარულის ამბავი – ,,ბევრ სიგიჟეს ვაკეთებთ ერთად”

ნიკუშას და ნიკის სიყვარულის ამბავი - ,,ბევრ სიგიჟეს ვაკეთებთ ერთად''კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა კანდელაკის ვაჟი, ნიკუშა კანდელაკი და ცნობილი ამერიკელი მომღერალი და ელექტრო-ბასისტი, ნიკ ვესტი მაისში საქართველოში დაქორწინდნენ.

ქართველების მუსიკოსი რძალი ჟურნალ “OK”-სთან ინტერვიუში ნიკოლოზის გაცნობის შესახებ საუბრობს:

-პირველად ნიკოს საქართველოში შევხვდი, როცა კულისებში შემოვიდა ჩემს  გასაცნობად. მეორე დღეს საქართველო დაგვათვალიერებინა, ქართული ფაფახიც მიყიდა,
ხინკალიც გაგვასინჯა… ეს  მოგზაურობა ძალიან კარგი იყო. ამის შემდეგ მთელი ღამე ვსაუბრობდით სასტუმროს რესტორანში. მაგრამ რატომღაც ნიკუშას სახე არც კი დამიმახსოვრებია.

შემდეგი ჩემი ვიზიტისას ბათუმში შევხვდით ერთმანეთს და მახსოვს, მითხრა, რომ აუცილებლად მომიყვანდა ცოლად… მეორე დღეს, როცა მივფრინავდი, ნიკუშამ ჩემი ყურადღება მიიქცია და გადავწყვიტე, რომ პაემანზე დავთანხმებოდი, – ყვება ამერიკელი მუსიკოსი.

-ამ გოგომ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ ერთად, რაც სხვას სიგიჟე მოეჩვენებოდა. საერთოც ბევრი გვაქვს – ორივეს გვიყვარს სპორტი და ერთად ვვარჯიშობთ. მუსიკალური გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს და ხშირად დავდივართ სხვადასხვა კონცერტზე. ნიკიმ ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა, – ამბობს ნიკა კანდელაკი მეუღლის შესახებ.

OK