მაშველებმა 17 წლის ლევან შაბალაიძის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა 17 წლის ლევან შაბალაიძის ცხედარი იპოვესშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მდინარე სტორში 17 წლის ლევან შაბალაიძის ცხედარი იპოვეს, მას 27 ივლისის შემდეგ ეძებდნენ. ლევან შაბალაიძე ერთ-ერთია, ვინც თუშეთში ავტოავარიას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპნენ მამა და 12 წლის ძმა.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველებმა შეძლეს ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამის უვნებლად ამოყვანა ხეობიდან, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. ექვსი გარდაცვლილის წყლიდან ამოყვანა პირველივე დღეებში მოხერხდა.

შემდეგ ეტაპზე სპეცტექნიკის დახმარებით, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოიტანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ღამის განმავლობაში მდინარე სტორის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა. პარალელურად სამაშველო ჯგუფები აწარმოებდნენ კალაპოტის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერებას“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია.