მაია ასათიანი ახალ სეზონს გეგმავს: ,,არ მესმის, რაზე ვკამათობთ”

მაია ასათიანი ახალ სეზონს გეგმავს: ,,არ მესმის, რაზე ვკამათობთ"გადაცემა „პროფილის“ წამყვანმა მაია ასათიანმა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.

„ახლაც „პროფილის“ ოთახში სხედან ადამიანები და „პროფილს გეგმავენ. ჩვენ მთელი აგვისტო ეთერში ვიქნებით. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაღა დაგიმალოთ და, უკვე ახალ სეზონსაც ვგეგმავთ, უფრო სწორად,  უკვე დაგეგმილი გვაქვს. ასე რომ, ჩვენ არ ვჩერდებით.

ჩვენ კანონის დამრღვევები ვიქნებოდით, როდესაც ახალი დირექტორი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილებით მოვიდა ჩვენთან და… მე არ მესმის, ზოგადად რაზე ვკამათობთ. ეს ცხადზე ცხადია. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენს უკან დგას ჩვენი მაყურებელი, – განაცხადა მაია ასათიანმა.