იტალიაში ძალიან საშიში ვულკანი იღვიძებს

იტალიაში ძალიან საშიში ვულკანი იღვიძებსნეაპოლიდან ჩრდილოეთით15 კმ-ის დაშორებით, სუპერვულკანი კამპი ფლეგრეი ამოსაფრქვევად ემზადება, რომელსაც მრავალი უბედურების გამოწვევა შეუძლია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ქალაქში ცხოვრობს ნახევარი მილიონი ადამიანი.

ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 1538 წლით თარიღდება. შემდეგ კალდერაში(ღრმული) ახალი კრატერი მონტე ნუოვო წარმოიქმნა. ასევე ცნობილია, რომ 40 ათასი წლის წინ მოხდა ამოფრქვევა, რომლის სიძლიერის შედარება ჩვენს დროში მომხდართან, ძნელია.
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში გამოღვიძების ნიშნები რეგულარულად დაფიქსირდა რეგიონში, სადაც, სხვათა შორის, 24 კრატერი შედის.

ინტერმედია