გორში ერთმილიონიანი საწარმო იხსნება

გორში ერთმილიონიანი საწარმო იხსნებაგორის სამრეწველო ზონაში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო აშენდება, – იუწყება ,,პირველი არხი”.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ეკო ჯორჯიას“ 5550 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. პროექტში დაბანდებული ინვესტიციები 1 მილიონ ლარს შეადგენს, საწარმოში 50-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან და ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას, და, შესაბამისად გარემოზე უარყოფით ეფექტს არ ახდენენ.

პოლიეთილენის პაკეტის გამოყენება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. ბუნებაში მის დაშლას არანაკლებ 400 წელი სჭირდება.