გოგიჩა გარდაიცვალა – “ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა”

გოგიჩა გარდაიცვალა - "ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა"მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი იგივე გოგიჩა გარდაიცვალა. ამის შესახებ Facebook-ზე „ბასტი-ბუბუს“ ხელმძღვანელი თამრიკო სხვიტარიძე წერს.

„წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.
გოგიჩა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს”-წერს სხვიტარიძე.