,,გია სურამელაშვილს სადაც ვნახავ, იქ დავსჯი” – კაკი ბოლქვაძე მომღერალს ემუქრება

,,გია სურამელაშვილს სადაც ვნახავ, იქ დავსჯი" - კაკი ბოლქვაძე მომღერალს ემუქრებამომღერალმა კაკი ბოლქვაძემ მომღერალი გია სურამელაშვილი რესტორნიდან, საკუთარი კონცერტიდან გააგდო, ამის შესახებ ის ,,რეიტინგთან” საუბრობს:

– მას გამიზნული ჰქონდა ჩემი კონცერტის ჩაშლა და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება. მას უნდა ემღერა ჩემს კონცერტზე, რაღაც სიმღერებზე ვერ შეთანხმდა პროდიუსერთან და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც შუა დარბაზში აკადრა თავის მენეჯერს. რის გამოც ძალიან გავბრაზდი და უხამსი სიტყვებით მივმართე, ზუსტად ხუთ წუთში დაეტოვებინა რესტორანი და წავიდა კიდეც.

ვისთანაც გასდის იმასთან მოაწყოს ასეთი ისტერიკები, კაკი ბოლქვაძე ის მომღერალი არაა, რომელსაც ასეთ ქცევას აკადრებ… სადაც ვნახავ, იქ დავსჯი. მისი სახელის ხსენებაც არ მინდა.

რეიტინგი