დედამ შვილი სხვის სახლთან დატოვა და პლედში საშინელი შინაარსის წერილი ჩაუდო

დედამ შვილი სხვის სახლთან დატოვა და პლედში საშინელი შინაარსის წერილი ჩაუდოფლორიდის შტატ ქალაქ ორლანდოში დედამ თავისი ახალშობილი სხვისი სახლის კართან დატოვა. როდესაც პატარას ტირილის ხმაზე სახლის ბინადრები გავიდნენ, ბავშვის პლედში გახვეული წერილიც ნახეს. დედის მიერ დატოვებული ხელწერილი საკმაოდ სულისშემძვრელი შინაარსის იყო:

,,ის გუშინ დაიბადა… მამამისი ჩვენს მოკვლას ცდილობდა. ძალიან გთხოვთ, საიდუმლოდ შეინახეთ ეს ამბავი და საავადმყოფოში წაიყვანეთ. მისი მამა ძალიან საშიში ადამიანია, ძალიან ვწუხვარ… ვცდილობდი, მებანავებინა და მეჭმია მისთვის…” – ეს არის ფრაგმენტი წერილიდან, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მისი წაკითხვის შემდეგ სახლის ბინადრებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პატარა ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცავები ახლა დედის პოვნას ცდილობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ცოცხალია და ყველაფერი რიგზე აქვს.

ფლორიდის შტატის კანონის თანახმად, მშობლებს აქვთ უფლება ბავშვები დატოვონ მხოლოდ სპეციალურად განკუთვნილ უსაფრთხო ადგილებში, როგორიცაა სახანძრო და სამედიცინო დაწესებულებები. სერჟანტ ბერნალის თქმით, ახალშობილის დედამ პატარას კართან დატოვებით კანონი დაარღვია და მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

დრონი ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი