,,ჩაინგრა მიწა და ჩარჩა კაცი ქვეშ” – ზუგდიდში კაცი ჭაში ჩავარდა – ვიდეო

,,ჩაინგრა მიწა და ჩარჩა კაცი ქვეშ" - ზუგდიდში კაცი ჭაში ჩავარდა - ვიდეოზუგდიდში მაშველები 10 მეტრის სიღრმის ჭიდან 70 წლამდე მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჭის ამოწმენდას ცდილობდა, ამ დროს მიწა ჩაიყარა და ქვეშ მოიყოლა.

-ჩაინგრა მიწა და ჩარჩა კაცი ქვეშ, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის ღრმა ფსკერზე იყო ჩასული, შესაბამისად, ნაშალიც დიდია და შანსი იმისა, რომ ის ცოცხალი გადარჩა, პრაქტიკულად, არ არსებობს.

კაცის ჭიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.