ბურიანის ტყის ზღაპრები – ორი მეგობრის არტი ტყეში

ბურიანის ტყის ზღაპრები - ორი მეგობრის არტი ტყეში„ეს ამბავი ასე დაიწყო: რვა წლის წინ შემოდგომაზე ამეკვიატა, ტყეში მინდოდა პატარა სახლი, ბუხარი, ტურის კივილი, ნისლი, აფერადებულ ტყეში ხეტიალი, – ასე იწყეებს საუბარს სააგენტო ,,პტოფილის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მანანა გეგიძე, – დავიწყე ძებნა. შედეგმაც არ დააყოვნა. განცხადებაში ეწერა, რომ სახლი ტყეში იყო. თბილისიდან 40 კილომეტრში აღმოვჩნდით საოცნებო გარემოში. ამ ადგილს ბურიანი ჰქვია. რატომ ერქვა ბურიანი, ამას მიგვიანებით მივხვდი. ასე გავხდით ბურიანელები..

ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემიდილა ფრინველების ჭიკჭიკით და სხვადასხვა ცხოველის შეძახილებით იწყება. ტყის შრიალი მალამოდ ედება ჩემს სულს… ცივა, ახლა ცხელ ყავს დალევდა კაცი… ფანჯრის ჭურჭუტანიდან ნისლი მოიპარება. ოი, საოცრებავ, დიდი ფუმფულა ციყვი მუხის ტოტზე გატრუნულა…

ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემიჩვენმა ხელოსანმა მითხრა: იმდღეს თქვენს ეზოში ორი შველი შემოეხეტაო, მაგრამ როგორც კი დამინახეს, დაფრთხნენ და ტყეში გაუჩინარდნენო. არ მინდა აქედან წასვლა… საერთოდაც აქ ვიცხოვრებ ვფიქრობ გულში და „ციყვის პოზიორობას“ ჩემი ფოტოაპარატით ვიმახსოვრებ.

მახსოვს შარშან ჩემი და ელგუჯას დაბადების დღეზე (ივლისის თვე იყო) ისეთი თეთრი ღრუბელი შემოგვერია ერთმანეთს ძლივს ვარჩევდით. ეს მართლაც ბურიანულია რაღაც განსხვავებული და ულამაზესი… რძისფერი მასა მართლაც  ღრუბლის ფთილაა იმ მთიდან შემოხეტიალებული ჩვენს ეზოში. ახლა მეგობრები?..

ამ ყველაფერს როგორ დავიტევდი მარტო მე. როგორ შემეძლო ეს არ გამეზიარებინა მათთვის. სიხარული რომელიც ჩემში ყოველ წამს იბადებოდა გადადიოდა სხვა ადამიანებში, მიედინებოდა ნაკადულივით და აბედნიერებდა მათ. დავიწყეთ ტყისპირა სახლში ცხოვრება. მინდიას ენაც ავითვისე და ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდა იდეა…”.

ციცინო ფუტკარაძე:  „ფოტორეპორტაჟები ჟურნალისტისთვის უცხო არ არის. მით უმეტეს, როცა ბუნების მოყვარულია და გამოუსწორებელი რომანტიკოსი. ინტერნეტით ვაკვირდებოდი მის ფოტოებს  და მაოცებდა ბურიანის სილამაზე.ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემინისლი, თოვლში გახვეული ტყე, ჭრელი შემოდგომა. ჩვენ დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა… მალე ეს კავშირი მჭიდრო მეგობრობაში გადაიზარდა.

რატომ მომწონს მასთან? მეც მიყვარს მასავით ტყეში ხეტიალი, ყვავილები, ძველებური ნივთები, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. მიუხედავად ჩემი გადატვირთული გრაფიკისა ვახერხებ ამ გარემოცვაში ყოფნას.

დავუბრუნდები იდეას, რადგან მთიანეთი და ფშავ-ხევსურეთიც ახლოსაა, გადავწყვიტეთ, ამ მხარის ჯერ კიდევ სათუთად შემონახული წეს-ჩვეულებები, კულინარიულ შედევრები, მათი უხუცესი შემსრულებლები გავაცნოთბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემიუცხოელებს და არა მარტო მათ. აქ იქნება შესაძლებელი ფარდაგის ქსოვის ხელოვნების მასტერკლასები ჩატარდეს. თიხის რეწვის გაკვეთილები, იფუნქციონირებს ,,ტყის სკოლა”. გადავწყვიტე, მეგრული ოდის ანალოგი იყოს ჩვენი კომპლექსის აივნები. ეს ერთგვარი ერთიანობის სიმბოლოა. ახლა მანანამ გააგრძელოს…”.

ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემიმანანა გეგიძე: „მთლიანად გადართული ვართ ამ თემაზე. აქ ერთგვარი ეთნო ეზოც იქნება წარმოდგენილი, თუმცა თანამედროვე ტენდენციებით გაჯერებული. ვისაც მარანში ღვინოს დაჭაშნიკება მოუნდება, რა თქმა უნდა, არტ ბურიანში ესეც შესაძლებელი იქნება.

ზღვის დონიდან 1100 მეტრზე დაწურული ღვინო მაინც სხვა თემაა. დამბალხაჭოს აქვე დაამზადებენ თუში ქალები. ბუხარი და გარეთ თოვლი… არც ეს არის აქაურობისთვის უცხო. ჩვენ გვექნება უღრან ტყეში არაერთი აქტივობა მოწოდებით: ,,გაუფრთხილდეთ დედა ბუნებას!“.

ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემიელგუჯა მარღია: „მოგეხსენებათ, ბურიანი 12 კილომეტრშია საგურამოდან, მდინარე თეზმის მიმდებარედ. ამ ადგილს ბევრი ლეგენდა უკავშირდება. უნიკალურია მისი მდებარეობა. ის საგურამოს ეროვნული ნაკრძალის და თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიებს შორის მდებარეობს. საბადურების ტყეზე საცალფეხო ბილიკი გადადის, რაც განსაკუთრებით პოპულარობით ისარგებლებს”.

ციცინო ფუტკარაძე: „ვფიქრობ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას. რაც უფრო მეტი ადამიანი იფიქრებს ასეთი პროექტების განხორციელებაზე, მით უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენი ქვეყანა”.

მანანა გეგიძე: „ბურიანში მდინარე თეზმი არ არის წყალუხვი მდინარე, თუმცა აქ კანიონიც აღმოვაჩინეთ. არაერთი სამკურნალო წყაროა მთებში და ულამაზესი ადგილები. აქაური ტყეები მდიდარია სოკოს ნაირსახეობით. ნიყვიც კი მოდის თურმე. შერეული ტყის კორომებში მუხას, წიფელს, რცხილას და სხვა ჯიშის ხეებს შეხვდებით.

ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემისამკურნალო მცენარეები განსაკუთრებული მიმართულება იქნება. აქ შეძლებთ,  დააგემოვნოთ ტყის კენკრის, ტყის მარწყვის, ველური ვარდის, ასკილის კოკრების, იის, ტყის პიტნის ჩაი. სტუმრებს ელოდებათ თივაში საგანგებოდ შენახული მაჟალო, რომელიც მხოლოდ ახალ წელს გაიხსნება.

ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემივაჟა-ფშაველა ერთ-ერთ მოგონებაში წერს, თუ როგორ ელოდებოდნენ თივაში გადანახული ტყის ვაშლის შეწვას ბავშვები. ჩვენ აქ ძველ ისტორიებს გავაცოცხლებთ. მოვაწყობთ პოეზიის ღამეებს. სხვათა შორის, ჩემი იდეა იყო ამ კომპლექსისთვის ,,რობაის სახლი” დამერქმია და ელგუჯასთვის ეთგვარი სიურპრიზი მომეწყო, რადგან ზუსტად ამ ადგილმა განაპირობა არაერთი პოპულარული რობაის შექმნა ელგუჯა მარღიას პოეზიაში.  კომპლექსი „არტ-ბურიანი“ სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიხსნება! წინ საინტერესო დღეები გველოდება”.

ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემიციცინო ფუტკარაძე: „ჩვენ ვგეგმავთ წელიწადის ოთხივე დროს პლენერს ცნობილი მხატვრებისთვის. ასევე პოპულარული კონკურსი ქრიზანთემების ფესტივალი ბურიანში გადმოინაცვლებს, რომლის გამარჯვებული ბროლის ქრიზანთემას მიიღებს პრიზად.

ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემიასევე გვექნება ტრადიცია. ნოემბერში მოსული ყველა სტუმარი ჩარგავსსახელობით ტიტის ბოლქვებს. მერე გაზაფხულზეც შეუძლია, დატკბეს თავისი ხელით დარგულ ლამაზი ქმნილებით. სხვათა შორის, აქ ძალიან კარგად ხარობს ქრიზანთემები, ტიტები და ვარდები. ისე ხშირად ქრიზანთემას თოვლი მოუსწრებს ხოლმე და საოცარი სანახავია ბროლის ქრიზანთემა. ეს ერთგვარი სიმბოლო იქნება ჩვენი ბურიანული ამბების.

ინტერიერი მთლიანად არაორდინალურად ხის აგურის და რკინის კომბინაცია იქნება და რაც ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება ბევრი ვიტრაჟი, რათა ტყე და მთები იყოს ინტერიერის ნაწილი“.

ვიმედოვნებთ, მკითხველისთვის საინტერესო იყო  ინტერვიუ არტ-ბურიანის შესახებ, რომელიც მართლაც უჩვეულო და განსხვავებულ გარემოს შესთავაზებს სტუმრებს. თუმცა აღწერა არაფერია. ნოემბერში ბურიანი ელოდებათ მათ, ვისაც უყვარს ტყეში ხეტიალი. წელიწადის ნებისმიერ დროს საინტერესო და მიმზიდველი იქნება. შეხვედრამდე არტ-ბურიანში!

ბურიანში ძველი ისტორიები გაცოცხლდება - მანანა გეგიძის ედემი

ბურიანის ტყის ზღაპრები - ორი მეგობრის არტი ტყეში