ალა პუგაჩოვა: ,,მიჭირს სუნთქვა, სიარული, ასაკი თავისას შვება”

რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა 70 წლის გახდა. მან ერთი წლის წინ თავის ასაკზე რუსულ მედიასთან ისაუბრა.

-ორგანიზმი თავისას შვება. მიჭირს სუნთქვა, მიჭირს სიარული, მაგრამ მე ისევ ცოცხალი ვარ და ვალდებული ვარ, ვიცოცხლო ჩემი ქმრისა და პატარაშვილების გამო, – განაცხადა ალა პუგაჩოვამ რუსულ მედიასთან.

70 წლის ალას და 43 წლის გალკინის შვილები,  ელიზავეტა და ჰარი არასრულწლოვნები არიან.  ალას უფროსი შვილი ქრისტინა ორბაკაიტე კი 47 წლის არის – (ქვემოთ ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინის დუეტი, ვიდეო).