3 წლის ბავშვმა დედის ცხედართან 6 დღე გაატარა

3 წლის ბავშვმა დედის ცხედართან 6 დღე გაატარასაფრანგეთის ქალაქ პერპინიანში, სოციალურ საერთო საცხოვრებელში 3 წლის გოგონა ლილამ 6 დღე დედის ცხედართან ერთად გაატარა და ფიქრობდა, რომ მას ეძინა. გოგონას ამ მდგომარეობიდან დახსნა მეზობელმა შეძლო, რომელსაც სიტუაცია უცნაურად მოეჩვენა.

-უცნაურად მომეჩვენა, რომ პატარა გოგონას აივანზე ეძინა ხოლმე, როდესაც დედაზე ვეკითხებოდი, ის გამუდმებით მპასუხობდა, რომ მას ეძინა. ეს არ გამკვირვებია, რადგან ქალი ღამით მუშაობდა. ერთხელაც დაამატა, რომ დედას საპირფარეშოში ეძინა. ვითარების გასარკვევად პოლიციას დავურეკეთ, – განაცხადა მეზობელმა სილვიმ.

პოლიციის მოსვლამდე ორმა მეზობელმა ქალმა ბავშვი დაარწმუნა, რომ კარი გაეღო.

-საცხოვრებელ სახლში წყალი დაწყდა, გოგონამ გვითხრა, რომ დასალევი წყალი არ ჰქონდა და ასევე მათ პატარა ძაღლსაც სწყუროდა და მისთვის არც საკვები აღარ ჰქონდა, – განაცხადა სილვიმ.

როდესაც ქალები ბინაში შევიდნენ, იქ საშინელი სუნი დახვდათ. ოთახები არეული იყო, გარშემო ლუდის ქილები და და წამლის აბები ეყარა,

-ბავშვი ხელში ავიყვანე და ჩემთან წამოვიყვანე და პოლიციის მოსვლას დაველოდეთ, – ამბობს სილვი.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლილას დედა სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ნარკოტიკების პრობლემების გამო. ლილა და დედამისი სოციალურ საერთო საცხოვრებელში რამდენიმე თვის წინ გადავიდნენ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019