3 წლის ბავშვი მაკრატელზე დაეცა – დედამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

3 წლის ბავშვი მაკრატელზე დაეცა - დედამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენამარნეულ­ში სამ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვანს დე­დამ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ამ დრო­ს  ბავ­შვი წა­იქ­ცა და მაკ­რატ­ლით, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელ­ში ეჭი­რა, ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო.

და­შა­ვე­ბულს შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა მკერ­დის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” მა­რუ­ნე­უ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბავ­შვი თავ­და­პირ­ვე­ლად მათ­თან შე­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის რე­ნო­მო­ბი­ლით თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

თა­ვის მხრივ, სა­ა­გენ­ტოს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 124-ე მუხ­ლი­თაა აღ­ძრუ­ლი, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ინტერპრესნიუსი