17 წლის მორაგბე რეზი თაბაგარი ავარიაში დაიღუპა

17 წლის მორაგბე რეზი თაბაგარი ავარიაში დაიღუპაქართული რაგბის ოჯახს  თავს დიდი ტრაგედია დაატყდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ზესტაფონის ,,არწივების” მორაგბე რეზი თაბაგარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ზესტაფონის “არწივების” განცხადება ასეთია:

,,მეგობრებო!! დღეს ჩვენი რაგბის დიდი ოჯახის წევრი დავკარგეთ.
რეზიკო თაბაგარი, რომელიც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ნათელში ამყოფოს შენი სული ,,ბაკო”, სუყველას ძალიან გვიყვარდი, გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები.
ჩევნს გულებში დარჩები ყოველთვის. ასევე რაგბის კლუბ ზესტაფონის არწივები თანაგრძნობას ვუცხადებთ რეზიკოს ოჯახს”,  –  წერია “არწივების” ფეისბუქის გვერდზე.

სპორტერ