ზოომაღაზიათა ქსელ “ზოოსითის” ბრენდმენეჯერ ანა მედულაშვილის წარმატების გასაღები

ზოომაღაზიათა ქსელ “ზოოსითის” ბრენდმენეჯერ ანა მედულაშვილის წარმატების გასაღებიბიზნესმენმა  გიორგი მედულაშვილმა თავის დროზე  ბევრ ერთმანეთისგან განხვავებულ  სფეროში მოსინჯა საკუთარი ძალები და დღეს რამდენიმე  საკმაოდ წარმატებული ბიზნესის მფლობელია.

ბატონი გიორგივით შრომისმოყვარე და მიზანდასახული აღმოჩნდა მისი 23 წლის ქალიშვილი ანა მედულაშვილი, რომელიც მამამისის ერთ-ერთ ბიზნესს, კერძოდ,  ზოომაღაზიათა ქსელ “ზოოსითის“ დიდი წარმატებით ხელმძღვანელობს.

ანა მედულაშვილი, ზოომაღაზიათა ქსელ “ზოოსითის“ ბრენდმენეჯერი:

– 53-ე სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა დავამთავრე, გაცვლითი პროგრამით ვიყავი სასწავლებლად პარიზში, მარკეტინგის და  ციფრული მედიის კუთხით გავლილი მაქვს კურსები. დაახლოებით 2 წლის წინ, ზოომაღაზია “ბუნებაში“ (ახლა „ზოოსითი“) მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მოვედი, დღეს ბრენდმენეჯერი ვარ და რასაც ჩვენს ქსელში შეხვდებით, თითოეული ბრენდის შეკვეთას მე ვაკეთებ.

_ გიორგი მედულაშვილი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენია, რა ისწავლეთ მამისგან?

_ რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება და ცდილობს, ხელი შემიწყოს, რომ ბევრი მიმართულებით განვვითარდე. ცდილობს, ყველაფერთან მომიწიოს შეხება, ყველა საქმეში ჩამახედოს და ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩამრთოს, როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს ის.

მუშაობს იმისთვის, რომ ამ ძალიან კარგი პრაქტიკის შემდეგ უკვე თავად შევძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. მამაჩემისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, პირველ რიგში, ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორი წარმატება მოაქვს მიზნის მისაღწევად დაუღალავ შრომას.

_ და მაინც, რატომ გადაწყვიტეთ ზოობიზნესში მუშაობა?

_ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ცხოველებთან.  იმდენად მიყვარს ისინი, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია,  ვეგანი ვარ.  ალბათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ ფაქტსაც,  რომ  პატარაობიდანვე ძაღლთნ ერთად ვიზრდებოდი და მასზე ზრუნვამ ცხოველების სიყვარული მასწავლა…

დავინახე, რომ ეს არის ის სფერო, რაც მაინტერესებს და სადაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. საქართველოში ზოობიზნესის  მიმართულება ჯერ არც ისე კარგადაა განვითარებული  და ბევრი ინოვაციის შემოტანა შეიძლება, თუ ბევრ შრომას  ჩავდებთ და დიდ ყურადღებას დავუთმობთ, ამიტომ ჩემი განვითარებისთვის ეს სფერო ძალიან საინტერესო მგონია.

_ ცხოველების მოვლის კუთხით დღეს რა დონეა  ჩვენს ქვეყანაში და რამდენად  აკმაყოფილებთ მომხმარებლის მოთხოვნებს?

_ დღეს ჩვენს ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს შინაური ცხოველი, ისწავლეს მათი მოვლა, ის, რომ უნდა ატარონ ვეტერინართან, მოაწესრიგონ, უყიდონ სპეციალური საჭმელი, იზრუნონ მათ გარეგნობაზე, უყიდონ ტანსაცმელი და აქსესუარები. ვცდილობთ, დავეწიოთ ევროპასა და ამერიკაში არსებულ დონეს და ჩვენ ძალიან დიდი ასორტიმენტის შეთავაზება შეგვიძლია.

ჩვენი მაღაზიათა ქსელი  ზრუნავს თქვენი შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე და ექსკლუზიურად  გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის საკვებს, აქსესუარებს, სამკურნალო პრეპატარებს, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს, რასაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები აწარმოებენ.

ზოომაღაზიათა ქსელ “ზოოსითის” ბრენდმენეჯერ ანა მედულაშვილის წარმატების გასაღები_ რატომ დადგა თქვენი ქსელის  რებრენდინგის აუცილებლობა?

_ 2003 წლიდან მომხმარებელი ზოომაღაზია „ბუნებას“ სახელით გვიცნობდა, ერთი წელიც არაა, რაც მოხდა რებრენდინგი, გვინდოდა გვქონოდა სახელი, რომელიც ჩვენს ბრენდთან ასოცირდებოდა, ასევე საკუთარი ფერები და ლოგო, რომ ხალხს ეს აღექვა, როგორც ერთი დიდი ქსელი, რასაც აქამდე ვერ ვგრძნობდით.

დღეს საქართველოს მასშტაბით 24 მაღაზია გვაქვს, 3 ბათუმში, 1 რუსთავში და დანარჩენი თბილისის თითქმის ყველა ცენტრალურ და გარეუბანში. ვცდილობთ, მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს ჩვენს მომხმარებლებთან, გვაქვს ძალიან აქტიური ფეისბუქ გვერდი, სადაც შეგიძლიათ, ჩვენი თითოეული ფილიალის მისამართი ნახოთ თავისი საკონტაქტო ტელეფონებით, მიიღოთ ინფორმაცია სიახლეების შესახებ,  შეგიძლიათ მოგვწეროთ 24 საათის განმავლობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გიპასუხებთ.

_ ქსელის კიდევ უფრო გაფართოება თუ შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?

_ რა თქმა უნდა, იგეგმება უფრო და უფრო გაფართოება. დიდი გეგმები გვაქვს, გვინდა, ჩვენს კომპანიასთან დიდი და სერიოზული მიმართულებები ასოცირდებოდეს.

_ სად არის თქვენი წარმატების გასაღები?

_ ვფიქრობ, ჩემი წარმატების გასაღები ჩემს ოჯახშია. რაც საკუთარი თავი მახსოვს, დედაჩემი სულ სხვადასხვა წრეებზე მატარებდა და ბევრს მამეცადინებდა, მან დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში. ოჯახმა ბავშვობიდანვე შთამაგონა, რომ უნდა მიმეღო კარგი განათლება და ისინი ყველა პირობას მიქმნიდნენ ამისთვის, რისთვისაც მადლიერი ვარ.  არ ვიცინ ჩემი მშობლების გარეშე როგორი ვიქნებოდი.

_ ვინ არის თქვენთვის ავტორიტეტი?

_ რა თქმა უნდა, დიდწილად მამაჩემი, რომელიც სამაგალითო ადამიანია, მან ძალიან დიდი შრომის და მიზანდასახულობის ხარჯზე მიაღწია წარმატებას. მთელი ცხოვრება ვუყურებდი და ვსწავლობდი მისგან – ბევრი უნდა იშრომო, რომ ცხოვრებაში  რამეს მიაღწიო.

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

_ ჯერჯერობით სანამ ვგრძნობ, რომ აქ შემიძლია რაღაცები გავაკეთო და შევცვალო,  აუცილებლად ვგეგმავ, რომ აქ ვიყო.  ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ როდესაც მივხვდები, რომ ჩემი თავი ამოვწურე ამ სფეროში და ისეთი თანამშრომლები მეყოლება, ვისაც შემეძლება, თავისუფლად გადავაბარო ყველაფერი, მაშინ შეიძლება უკვე სხვა სფეროში მოვსინჯო ძალები.

ნინო მახარაძე, სარკე

ზოომაღაზიათა ქსელ “ზოოსითის” ბრენდმენეჯერ ანა მედულაშვილის წარმატების გასაღები