ზელენსკი: ,,ჩემ გვერდით მერკელი უსაფრთხოდ იყო” – რა დაემართა კანცლერს

ზელენსკი: ,,ჩემ გვერდით მერკელი უსაფრთხოდ იყო" - რა დაემართა კანცლერსუკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის იმის ახსნა მოუხდა, თუ რატომ არაფერი გააკეთა და არ დაეხმარა გერმანიის კანცლერს, როდესაც ის მის გვერდით, ცერემონიაზე დგომისას ცუდად გახდა.

„მე მის გვერდით ვიყავი და დამიჯერეთ, ის უსაფრთხოდ იყო“, – პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოცემა Bild-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზელენსკი ბერლინში ჩავიდა და ანგელა მერკელს პირველად შეხვდა. ამ დღეებში გერმანიის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსია და ერთ-ერთ ცერემონიაზე კანცლერი ცუდად გახდა. თავად მერკელი აცხადებს, რომ მას გაუწყლოება დაემართა.

პრაიმტაიმი (ცერემონიალის ვიდეო)