ზალიკო ბერგერს 70 ათასევროიანი ოქროს საათი აჩუქეს – ,,ღმერთო, ყველა ჩემს მეგობარს მილიარდი მიეცი, რომ კარგად ვიცხოვრო”

ზალიკო ბერგერს 70 ათასევროიანი ოქროს საათი აჩუქეს - ,,ღმერთო, ყველა ჩემს მეგობარს მილიარდი მიეცი, რომ კარგად ვიცხოვრო"

დიზაინერი ზალიკო ბერგერი: ,,ხანდახან მგონია, რომ ამდენ დალევასა და ქეიფებში დროს უაზროდ ვხარჯავ. ბევრი მეგობარი მყავს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მათთან ქეიფის ნაცვლად, საკუთარ მომავალზე რომ მეფიქრა, დღეს უკვე ბევრს მივაღწევდი. ყველას ჰგონია, რომ გავლენიან მეგობრებს ჩემ სასარგებლოდ ვიყენებ, არადა რეალურად ბევრი სიტუაცია ვერ გამომიყენებია. მერკანტილური არ ვარ ადამიანებთან მიმართებაში…

ყოველთვის ვამბობ, ღმერთო, უფრო ბევრი მიეცი ჩემს მეგობრებს, რომ უფრო ხელგაშლილები იყვნენ ჩემ მიმართ-მეთქი. ყველაზე ძვირფას საათებს მჩუქნიან. ერთი მაქვს ყველაზე ძვირადღირებული და ბანკში ვინახავ. ჩემმა მეგობარმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ, დუბაიში ერთად ყოფნისას 70 ათასევროიანი ოქროს საათი მიყიდეს. ღმერთო, ყველა ჩემს მეგობარს მილიარდი მიეცი, რომ კარგად ვიცხოვრო და მათთან ერთად კარგად დავისვენო!”.

ჟურნალი ,,სარკე”, ავთო ჩიტიძე