ზალიკო ბერგერი: ,,ვფიქრობ, ჩემი შვილი სუროგატ დედას გავაჩენინო” – დიზაინერმა გასაიდუმლოებული ასაკი ,,სარკესთან” გაამხილა

ზალიკო ბერგერი: ,,ვფიქრობ, ჩემი შვილი სუროგატ დედას გავაჩენინო" - დიზაინერმა გასაიდუმლოებული ასაკი ,,სარკესთან" გაამხილა

დიზაინერ ზალიკო ბერგერი ოფიციალურად არსად მუშაობს, თუმცა ყველგან არის, სადაც ცხოვრება ჩქეფს და ფუფუნებაა. ის მეგობრებს დაჰყავთ სამოგზაუროდ და მისთვის არც ძვირფას საჩუქრებს იშურებენ.

ამ საჯარო მხიარული შოუების მიღმა ზალიკო ბევრ რამეს მალავს, მათ შორის ასაკსაც, რომელიც ვერც ერთ ტელეშოუში ვერ ათქმევინეს. აი, საყვარელ ჟურნალ ,,სარკესთან” კი ზალიკომ გაამხილა, მალე რამდენის გახდება.

– ყველგან თქვენს ქეიფზე, სმაზე ლაპარაკობენ. მართლა სერიოზულად დგას ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა?

– მაქვს დღეები, როდესაც საერთოდ არ მინდა დალევა. მაშინ არც ტელეფონს ვპასუხობ, არც სახლიდან გავდივარ. როცა ნასვამი ვარ, მაშინ მიყვარს ქუჩაში სიარული, გადაცემებში მისვლა და ხალხთან კონტაქტი. კარგი სასმელის სულ მცირე დოზა საკმარისია, რომ ხალისიანი ვიყო. ან თქვენ რად გინდათ უხასიათო და სტატიკური ზალიკო?!

– ამბობენ, რომ თუ სასმელი ბევრი მოგივათ, შემდეგ ცუდ ხასიათს ავლენთ.

– თუ ორი-სამი დღე გადავაბი, შემდეგ კი მაქვს პათოლოგიური რაღაცები, შეიძლება რაღაც მომეჩვენოს, ვიღაც ამოვიჩემო. მოკლედ, ამ დროს ვსვანდები და ვინც თვალში არ მომივა, შეიძლება თავზე დავახურო ყველაფერი.

– მოქეიფე ცხოვრების სტილი გარეგნობაზე არ გეტყობათ. როგორ ზრუნავთ საკუთარ თავზე?

– ამას დაუმატეთ დედაჩემის, ბელას, გემრიელი საჭმელები… ეტყობა, გენეტიკა მშველის. რამდენჯერაც სპორტული ცხოვრება დავაპირე, იმდენჯერ რესტორანში აღმოვჩნდი.

– ბოტოქსი, პლასტიკური მანიპულაციები – ამ საშუალებებს იყენებთ?

– წარბებს შორის მაქვს ერთი ბოტოქსი გაკეთებული. სულ მშურს, ია ფარულავა როგორც გამოიყურება და ამიტომ მეც დავიწყე იმ პროცედურების გაკეთება, რასაც ის იკეთებს.

ასაკს რატომ მალავთ? ვერც ერთ ტოქ-შოუში ვერ გათქმევინეს, რამდენი წლის ხართ.

– რა ვიცი, მინდა, რომ უფრო ახალგაზრდა ვეგონო ყველას.

– ამიტომ ხომ არ ჯობია, რომ ჩვენთან გაამჟღავნოთ?

– კარგი, ,,სარკის” და ავთო ჩიტიძის მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულების გამო ვაღიარებ ხმამაღლა, რომ 44 წლის ვარ. იმდენად სულ სხვადასხვა ვერსიებს ვამბობ ხოლმე, ხან 32 წელს, ხან – 42-ს, რომ წელს, როცა 44 წლის გავხდი, მეგონა, 42 წლის ვხდებოდი.

– ბოლო დროს ხშირად აღნიშნავთ, რომ დროა, შვილზე იფიქროთ და ამბობენ, სუროგატ დედასაც ეძებთ შვილის გასაჩენად.

– სულ ვფიქრობ, რომ სუროგატმა გამიჩინოს გოგო, რომელსაც დედაჩემის სახელს, ბელას, დავარქმევ. მინდა, შვილი 50 წლამდე მოვასწრო, თუმცა ხანდახან ფიქრები შემიპყრობს, რომ შვილი რა აუცილებელია ამ ცხოვრებაში. ზოგიერთ მეგობარს რომ ვუყურებ, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება ჩადეს შვილში და ვერ მიიღეს შედეგი… ხანდახან შვილის ყოლის პასუხისმგებლობაც მაშინებს და ვარ ამ ორჭოფობაში.

ჩემი შვილის საკითხი ბელას უფრო ადარდებს. ორ რამეზე ნერვიულობს ყველაზე მეტად, რომ ვსვამ და შვილი არ მყავს, ამიტომ ვფიქრობ, სუროგატს გავაჩენინო შვილი, რომ ბელამ დაისვენოს.

როგორც კი სუროგაციაზე დავიწყე ლაპარაკი, იმდენმა მეგობარმა მითხრა, მე გაგიჩენო, მაგრამ შემდეგ ისიც მოაყოლეს, ბარემ ხელიც მოვაწეროთო, შემდეგ – შენს სახლშიც გადმოვალთო, რომ ეს ამბავი უკვე აღარ მომწონს.

ავთო ჩიტიძე, ჟურნალი სარკე