ვინ არის გორში დაღუპული მამაკაცი

ვინ არის გორში დაღუპული მამაკაციტრაგიკულ ავარიას გორის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

,,დიანიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი 38 წლამდე ასაკის მამაკაცი, ვახო ასლანიშვილია. როგორც ადგილობრივები ,,დიანიუსთან” საუბრისას ამბობენ, გარდაცვლილი გორი-თბილისის მიმართულებით მერსედესის მარკის მინივენით ტაქსაობდა.

თვითმხილველები ,,დიანიუსთან” საბრისას ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც ავარია მოხდა, გარდაცვლილს მგზავრები თბილისის მიმართულებით მიჰყავდა.

-როგორც გავიგეთ. გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის კაცია, გორი-თბილისის მიმართულებით ტაქსაობდა და ამ ავარიის დროსაც მგზავრები მიჰყავდა თბილისის მიმართულებით. კარგი ადამიანი იყო ძალიან. როგორც გავიგე მერსედესის ავტომობილის მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა და დიდი სისწრაფით შეჯახებიან ერთმანეთს, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა შორის ერთი ორსული ქალია, რომელსაც მგზავრობის დროს თან ორი წლის შვილი ახლდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ,,გორმედის” ქსელის ცენტრალურ კლინიკაში მოათავსა.

ექიმის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაშავებულ დედა-შვილს ამბულატორიული დახმარება გაეწია, ისინი სახლში გაწერეს. რაც შეეხება ,,გორმედის” სამედიცინო ქსელის, გორის საავადმყოფოში შეყვანილ 4 პაციენტს, ისინი ამ დრომდე სტაციონარში რჩებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან.

დაშავებულებს შორის ,,დიანიუსის” ინფორმაციით, 15 წლამდე ასაკის გოგოა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება დაშავებულ ქალს და მამაკაცს, როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. ახალგაზრდა ქალს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება და ის ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ხოლო მამაკაცს მენჯის ძვლის მოტეხილობები აღენიშნება.

დიანიუსი