ცნობისმოყვარე დედოფალი – ელისაბედ მეორე და მელანია ტრამპი უინძორის სასახლეში

ცნობისმოყვარე დედოფალი - ელისაბედ მეორე და მელანია ტრამპი უინძორის სასახლეშიამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი უინძორის სასახლეში დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს შეხვდნენ. BBC-ის ინფორმაციით, ეს ტრამპისა და ბრიტანეთის დედოფლის პირველი ოფიციალური შეხვედრაა.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების მე-12 პრეზიდენტია, რომელსაც თავისი 66-წლიანი მმართველობის განმავლობაში დედოფალი შეხვდა.

ამ შეხვედრების ასახველი უამრავი ფოტო გავრცელდა, ყველაზე პოპულარული კი ის არის, სადაც დედოფალი მელანიას ცნობისმოყვარეობით შესცქერის.ფოტოს ასეც დაარქვეს – ,,ცნობისმოყვარე დედოფალი”. როგორც ყოველთვის, ამერიკის პირველი ლედი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.