თვითმფრინავის მგზავრმა ტუალეტის ნაცლად საავარიო კარი გახსნა

თვითმფრინავის მგზავრმა ტუალეტის ნაცლად საავარიო კარი გახსნაერთი შეხედვით უწყინარი შეცდომა ძვირად დაუჯდათ მანჩესტერი–ისლამაბადის თვითმფრინავის მგზავრებსა და ავიაკომპანიას. პაკისტანის ავიახაზების (PIA) თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როცა ერთ–ერთმა მგზავრმა  საჰაერო ხომალდის უკანა ნაწილში საევაკუაციო გასასვლელის კარი გახსნა. მოგვიანებით მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ მას უბრალოდ შეეშალა – ტუალეტში აპირებდა შესვლას და კარი აერია. ინფორმაციას ამის შესახებ Gulf News ავრცელებს.

ინციდენტის გამო ავიაკომპანიამ თვითმფრინავი მგზავრებისგან და მათი ბარგისგან დაცალა, რის შემდეგაც მგზავრები სასტუმროში გადაიყვანეს, თვითმფრინავი კი დეტალურად შეამოწმეს. ფრენა, დაახლოებით, 8 საათით გადაიდო.

როგორც წესი, საავარიო გასასვლელის გახსნა და სპეციალური საევაკუაციო ჩამოსასრიალებლის გახსნა ავიაკომპანიას 6–დან 30 ათას აშშ დოლარამდე უჯდება. ამას ემატება მგზავრების აეროპორტში გადაყვანისა და თვითმფრინავის დაცლის ხარჯებიც.

ნეტგაზეთი