თბილისში ყვავებმა 4 ადამიანი დაკორტნეს

თბილისში ყვავებმა 4 ადამიანი დაკორტნესთბილისში, საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავებმა 4 ადამიანი დაკორტნეს.

როგორც “ნიუპოსტს” პრევენციის მედიცინისა და იმუნიზაციისა ცენტრის დირექტორმა, ბადრი ბაზაევმა განუცხადა, შემთხვევა რამდენი დღის წინ მოხდა.

მისივე თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ყვავისგან დაკორტნილმა ადამიანებმა აცრის გასაკეთებლად მიაკითხეს.

-პერიოდულად ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, ამაში განსაკუთრებული არაფერია, არც მნიშველოვანი დაზიანებები აღნიშნულ პირებს არ ჰქონიათ, – აღნიშნა ბაზაევმა.

ნიუპოსტი