ემიგრანტ თეთრიკო გოგიას შვილიშვილი, 6 წლის ჟანა გოგია გარდაიცვალა. ბებიის თქმით, გოგონა მაღალი ტემპერატურით ერთ-ერთ ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს და გაურკვეველ ვითარებაში, 1 საათში გარდაიცვალა.
თეთრიკო გოგიამ ამის შესახებ წერილი ,,შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხს” მისწერა. წერილს და ბავშვის ფოტოს შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.
,,მე ვარ გამწარებული ბებია თეთრიკო გოგია ძალიან გთხოვთ, შენ და ემიგრანტების არხს, რომ დამეხმაროთ. 26 მაისს 6 წლის გახდა ავად ჩემი შვილიშვილი.
27 მაისს ბავშვს მისცა ტემპერატურა. დედამ ბავშვი გადაიყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გაუკეთეს ნემსი და ექიმმა დედას უთხრა, რომ ბავშვი კარგად იყო და საგანგაშოც არაფერიაო. და გაუგზავნიათ ბავშვის ნივთების მოსატანად სახლში, დედა გზაში იმყოფებოდა, ისე შეატყობინეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, სრულიად გაურკვევლად 1 საათის შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა…. არც ექსპერტიზა, არც სიკვდილის მიზეზი, ისე გამოატანეს ბავშვი…
10 დღეში ჩამოვდივარ საქართველოში და ბავშვის სიკვდილის მიზეზის დადგენა მინდა. რატომ არ ჩაუტარდა ექსპერტიზა და 1 საათში რა მოუვიდა ბავშვს (ოჯახმა ბავშვი კვირას დაკრძალა).
ყველას გთხოვთ, დამეხმაროთ – ჟურნალისტებს, ტელევიზიებს და მიიტანოთ გულთან ჩემი შვილიშვილის ტრაგედია. განსაკუთრებით ვთხოვ ემიგრანტების იმედს, ბატონ შოთო სიხარულიძეს, არ დამტოვოს უყურადღებოდ და უპასუხოდ. თეთრიკო გოგია ხობიდან”.