თამთა გოდუაძე ლგბტ პირებს აღლუმზე უმღერებს – ,,ახლაც იძახეთ, ქართველმა მხარი არ დაუჭირაო”

თამთა გოდუაძე ლგბტ პირებს აღლუმზე უმღერებს - ,,ახლაც იძახეთ, ქართველმა მხარი არ დაუჭირაო"საბერძნეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ლგბტ პირებს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ,,ევროვიზია ინფო საქართველო” წერს.
„თამთა მიწვეულია  Athens Pride – Φεστιβάλ Υπερηφάνειας Αθήνας 2019-ზე (ფესტივალი ათენის სიამაყე), სადაც LGBTQ თემის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერებისთვის შეასრულებს საევროვიზიო სიმღერას“, – წერია გვერდზე.

ფესტივალი ხვალ, 8 ივნისს ათენის მთავარ მოედანზე, სინდაღმაზე გაიმართება.

ამ ინფორმაციამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სოციალურ ქსელებში.

,,ასე მოუხდებათ, ენები რომ გრძელი აქვთ. ახლა დაუწყეთ ლანძღვა, ვინც იძახდით, ქართველმა მხარი არ დაუჭირაო. აი, სანაქებო ქართველი ხომ არის”, ,,ჰოდა, ღმერთმა უმრავლოთ ოჯახებში გეები და ლესბოსელები, ვინც აღლუმს მხარს უჭერს”, ,, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, არავისი საქმე არ არის, ვინ სად იმღერებს. იმ ხალხზე უარესია ზოგიერთი. ყველა ცოდვილი ვართ. გამოდით და უცოდველი რომელიც ხართ, ესროლეთ ქვა, ნუ განიკითხავთ”, – წერენ ფეისბუქში.