„რუსთავი 2“-ის ჟრნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, რომელსაც 20 ივნისის დარბევისას ტყვიები მოხვდა და მძიმე ოპერაცია დასჭირდა, გუშინ შს მინისტრ გახარიას ბრიფინგზე უმწვავესი კითხვები დაუსვა, უთხრა, რომ ის 20 ივნისის მერე სისხლიანი ჯალათია.
თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში კოლეგებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ თავისუფელბა ამარცხებს მონობას.„ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას! ბედნიერი ვარ, თუ შევძელი და თქვენი სათქმელი მივიტანე იქ, სადაც თქვენ ყველაზე მეტად გინდოდათ ხმის მიწვდენა და პასუხის მოსმენა, ეს ჩემი მოვალეობაა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისთვის, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, არავის ჰქონია მცდელობა, რომ ჩემი კითხვა შეეწყვიტა იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით მინისტრები, პრეზიდენტები, ხელისუფლებები მიდიან, მაგრამ ჩვენ ვრჩებით. პატივისცემით „ხელახვეული ვინმე თამარი“. თავისფლება ამარცხებს მონობას“, – წერს ჟრნალისტი სოციალურ ქსელში.
,,ხელახვეული ვინმე თამარი” მას პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ უწოდა.
ნიუპოსტი

