ხათუნა ხოფერია: ,,ვინმე ხელშეხვეულ თამარს! ვინ მოგცა უფლება, ბრალი დასდოთ შს მინისტრს”

ხათუნა ხოფერია: ,,ვინმე ხელშეხვეულ თამარს! ვინ მოგცა უფლება, ბრალი დასდოთ შს მინისტრს"პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია ჟურნალისტებისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრას  ფეისბუქით ეხმიანება. ხათუნა ხოფერია ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის შეკითხვებმა გააღიზიანა და ჟურნალისტს, რომელიც 20 ნოემბრის ღამეს რეზინის ტყვიებით დაიჭრა და უმძიმესი ოპერაცია დასჭირდა, ვინმე ხელშეხვეული თამარი უწოდა.

,,რ-2-ის ჟურნალისტს, ვინმე ხელშეხვეულ თამარს!
მეორედ არ გაბედოთ, ქართველი ხალხის სახელით ბრალი დასდოთ შინაგან საქმეთა მინისტრს!
რ-2 არის ქართული სახელმწიფოს მტერი!
შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ უფლება, ახსენოთ ქართველი ხალხი!
თქვენ გაქვთ უფლება, ისაუბროთ სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით! ანუ იმ პოლიტიკური პარტიის სახელით, რომლის ინსპირირებულიც იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!..

ეს მერაბ მეტრეველი ჯანზე თუა? რაებს ბოდავს?… ვინ მისცა ამას უფლება, 26 მაისს შეადაროს ის, რაც მოხდა 20-ში?! თან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ითხოვს და პოლიტიკა კრიმინალისგან ვერ გაურჩევია”, – წერს ხათუნა ხოფერია.