ჭუბერიდან ბავშვები გახიზნეს – ,,ჰესის მერე დაიწყო ეს უბედურება”

ჭუბერიდან ბავშვები გახიზნეს - ,,ჰესის მერე დაიწყო ეს უბედურება"დამანგრეველი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ ჭუბერის მოსახლეობა ისევ საფრთხეშია. ადგილობრივების ნაწილმა ბავშვები და მოხუცები უკვე გახიზნა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ჯებირები გაარღვია და ხიდები წაიღო. წყლის მძლავრმა ნაკადმა, რომელსაც თან მიწის მასა და ხეები მოაქვს, გზები და სახლები დატბორა. ნგრევის ზღვარზეა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ხელისუფლებას მოსალოდნელი კატასტოფის შესახებ აფრთხილებდნენ, მთავრობამ არ იზრუნა მდინაის კალაპოტის გაწმენდაზე, რამაც ხელოვნური კუნძულები და წყლის დაგუბება გამოიწვია.

წყლის დიდ მასას ვერ გაუძლო და განადგურებულია ნაპირსამაგრი ჯებირები, რაშიც შარშან 18 მილიონი დაიხარჯა. სვანეთში ახლა უკვე მძიმე ტექნიკაა შეყვანილი.

კრიტიკულად ადიდებულმა ნენსკრამ სვანეთში მოსახლეობას შარშანაც დიდი პრობელემები შეუქმნა. მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და ირგვლიც ყველაფერი დააზიანა. შარშან მთიდან ყინულის ნაწილიც დაიძრა და ნენსკარაში ჩავარდა, რამაც წყლის დაგუბებისა და ღვარცოფის საფრთხე შექმნა.

-ჰესის მერე დაიწყო ეს უბდეურება, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები (იხილეთ ვიდეო).

ჭუბერი დამანგრეველი სტიქიის მოლოდინში – ადგილობრივებმა ბავშვები გახიზნეს

ჭუბერი დამანგრეველი სტიქიის მოლოდინში – ადიდებულმა ნენსკრამ კალაპოტი შეიცვალა, ადგილობრივებმა ბავშვები გახიზნესსრული ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:http://rustavi2.ge/ka/news/135415

Gepostet von Rustavi 2 am Freitag, 7. Juni 2019