სვანეთში, ადიდებულ მდინარეში ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს ეძებენ

სვანეთში, ადიდებულ მდინარეში ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს ეძებენმესტიაში, სოფელ ბეჩოში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.

აღნიშნულ შემთხვევასთამ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქგვერდი ,,სვანეთინიუსი”.

,,მდინარე დოლრაში დაკარგულ 23 წლის მულახელ ახალგაზრდებს, ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს სპეციალური სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ახალგაზრდები წუხელ, ღამის პირველ საათზე გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდნენ. მათი ავტომობილით მდინარეში გადავარდნის შესახებ მხოლოდ დილით გახდა ცნობილი, როცა მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემში შესასვლელ ხიდთან ავტომობილის ხევში გადავარდნის ნაკვალევი აღმოაჩინეს.

ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მოსახლეობა და დაკარგულთა ახლო მეგობრები და ნათესავები.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე დოლრა ადიდებულია და ამ ეტაპზე მაშველებს უჭირთ საფუძვლიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარება…”- აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ნიუპოსტი (იხილეთ ვიდეო)

მდინარე დოლრაში დაკარგულ 23 წლის მულახელ ახალგაზრდებს, ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს სპეციალური სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.ახალგაზრდები წუხელ, ღამის პირველ საათზე გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდნენ. მათი ავტომობილით მდინარეში გადავარდნის შესახებ მხოლოდ დილით გახდა ცნობილი, როცა მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემში შესასვლელ ხიდთან ავტომობილის ხევში გადავარდნის ნაკვალევი აღმოაჩინეს.ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მოსახლეობა და დაკარგულთა ახლო მეგობრები და ნათესავები.შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე დოლრა ადიდებულია და ამ ეტაპზე მაშველებს უჭირთ საფუძვლიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარება…

Gepostet von სვანეთინიუსი / SvanetiNews am Samstag, 8. Juni 2019