,,შსს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს პარლამენტში შეჭრის მცდელობას”

,,შსს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს პარლამენტში შეჭრის მცდელობას",,როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანიშეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი”, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

„მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტორს მოახდენს რეაგირებას“, – აცხადებს შსს.