საზარელი მკვლელობის დროს დაჭრილი ქალიც გარდაიცვალა

საზარელი მკვლელობის დროს დაჭრილი ქალიც გარდაიცვალასოფელ ყანდაურაში, სავარაუდოდ, შვილის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, 76 წლის ელზა გამყრელიძეს ამ წუთებში საკუთარ სახლში მიასვენებენ.

ელზა გამყრელიძე 3 მაისს, თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

თავდაპირველად, სოფელ ყანდაურაში მკვლელობის ბრალდებით, ოჯახის უფროსი,  85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. ის ეჭვმიტანილი იყო შვილის, რძლისა და ორი მეზობლის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრასა და მკვლელობაში.

ომარ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, მოგვიანებით გაცხადდა, რომ ომარ გამყრელიძის მეორე შვილზე პოლიციამ ძებნა გამოაცხადა, ხოლო შვილიშვილი დააკავა.

პრაიმტაიმი