სასწრაფო დახმარების მანქანა სახლს დაეჯახა, არიან დაშავებულები

გვიან ღამით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სასწრაფოს მძღოლი და ორი ექიმი დაშავდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე.

ექიმები მე-8 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი კი გადაუდებელ ქირურგიაში -„ევექსში“ მოათავსეს.

სახლში მყოფი პირებიდან არავინ დაზიანებულა.

ნიუპოსტი