სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალიც დააკავეს

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალიც დააკავესმთავარ პროკურატურაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი დააკავეს.

არკადი ძავაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარედგინდა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ბავშვის დედა, ლელა ქსოვრელი რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

ნიუპოსტი