,,სანდომი” – თქვენი საყვარელი ყველაზე ტკბილი ზღაპარი

,,სანდომი" - თქვენი საყვარელი ყველაზე ტკბილი ზღაპარიტკბილეულის მწარმოებელი ლიდერი კომპანია 2011 წლიდან „სანდომის“ სახელით გვხვდება ქართულ ბაზარზე, თუმცა იქამდე იყო ათწლიანი წარმატება პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში.

ინოვაციურმა ხედვამ, სიახლის ძიებამ, სწორმა ეკონომიკურმა გათვლებმა და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ როგორც საქმის, ისე საკუთარი მომხმარებლისადმი, კომპანია „სანდომი“ მალე აქცია ბრენდად, რომელიც უყვართ და ენდობიან.

,,სანდომი" - თქვენი საყვარელი ყველაზე ტკბილი ზღაპარიდროთა განმავლობაში კომპანია „სანდომი“ დგებოდა ახალ-ახალი გამოწვევის წინაშე, რასაც ყოველთვის დიდი წარმატებით პასუხობდა.

„სანდომი“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ქართულ პროდუქტს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება. კომპანია დაარსებიდან დღემდე ამართლებს საკუთარ სახელს და მუდმივ რეჟიმში მუშაობს კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე.

კომპანიაში განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ბავშვებზე, ამიტომ თითოეული ახალი პროდუქტის შექმნისას სწორედ მათ გემოვნებას ითვალისწინებენ. პატარებზე განსაკუთრებულად მზრუნველ კომპანია „სანდომს“ არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეხვდებით, სადაც ბავშვების წასახალისებლად კომპანიის წარმომადგენლები საკუთარ პროდუქციას არიგებენ.

,,სანდომის” უპირატესობების შესახებ უფრო დაწვრილებით საკონდიტრო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, თეკლა თალაკვაძე გვესაუბრა.

,,სანდომი" - თქვენი საყვარელი ყველაზე ტკბილი ზღაპარი -თქვენი სლოგანია „ყველაზე ტკბილი ზღაპარი“ და „სანდომის“ პროდუქცია ნამდვილად გვამოგზაურებს ტკბილ ზღაპარში. როგორ შეაყვარეთ თავი მომხმარებელს?

-ეს საკმაოდ დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. საკონდიტრო კომპანია ,,სანდომი” სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად 2011 წლიდან შემოუერთდა და სწორედ მომხმარებლის პროდუქციაზე დიდმა მოთხოვნამ განაპირობა წარმოების გაფართოება და თბილისში მასშტაბური საწარმოს გახსნა.

ვფიქრობ, არ ვიქნები სუბიექტური, თუ აღვნიშნავ, რომ მომხმარებელს მართლაც ხარისხიან, სერთიფიცირებულ ნედლეულზე დამზადებულ და, რაც მთავარია, გემრიელ პროდუქციას ვთავაზობთ. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ,,სანდომის” ასორტიმენტი გამორჩეულად მრავალფეროვანია.

ჩვენი ტექნოლოგები პერიოდულად გადიან ტრენინგებს და გადამზადების კურსებს მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან, უცვლიან ერთმანეთს გამოცდილებას. მიღწეულ შედეგებზე არ ვჩერდებით. ჩვენი კომპანია მუდმივად არის სიახლეების ძიებაში.

-როგორ იქმნება „ყველაზე ტკბილი ზღაპარი“?

-რა თქმა უნდა, ,,ტკბილად” და კარგი განწყობით. ,,სანდომის” თითოეული პროდუქტი მზადდება გამოცდილი ტექნოლოგების მიერ და სანამ საბოლოო სახეს მიიღებს, ბუნებრივია, გადის სხვადასხვა ეტაპებს – დეგუსტაცია, დიზაინი, სახელი. ,,სანდომი” გუნდურად მუშაობს და ამ პროცესში ყველა ვართ ჩართული.

-,,სანდომის“ რომელი პროდუქტია ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი?

-იმდენად დიდი ასორტიმენტი გვაქვს, რომ მიჭირს ასე გამოვყო, რადგან ბევრია მოთხოვნადი. განსაკუთრებით ფხვიერები – ნამცეცა, ტვისტი, სენდვიჩი მარმელადით, ბანანი, დღე და ღამე, ასევე ვაფლის სრული ასორტიმენტი. დიდ მოწონებას იმსახურებს ჩვენი შოკოლადიანი ნაწარმიც. ასევე პოპულარობით სარგებლობს ,,სანდომის” ლუქუმები, რომლებიც მართლა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

,,სანდომი" - თქვენი საყვარელი ყველაზე ტკბილი ზღაპარიმალე ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ. ,,სანდომი” ცდილობს, არ ჩამორჩეს სხვადასხვა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ღონისძიებებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დღე იყო 3 ივნისს, როდესაც მონაწილეობდით ღონისძიებაში „ერთი ბედნიერი დღე ბავშვებს“, სადაც პატარები „სანდომმა“ თავისი ტკბილეულით და სხვა სიურპრიზებით დაასაჩუქრა.

ტკბილეული ყველასთვის ძირითადად ბავშვებთან ასოცირდება და ბავშვების ბედნიერება, რა თქმა უნდა, უმთავრესია. ,,სანდომის” – ,,ყველაზე ტკბილი ზღაპარი” – პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქმნება. ვცდილობთ, საქველმოქმედო ღინისძიებებს არ გამოვაკლდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების თუნდაც მცირედით გახარებაში.

ერთ-ერთი ასეთი დღე იყო 3 ივნისს, არაჩვეულებრივი ღინისძიება ჩატარდა ბავშვებისთვის. სიამოვნებით შევუერთდით „პირველი მედიაჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ შთამბეჭდავ საღამოს, სადაც ბავშვები  ჩვენი ტკბილეულით და სხვა სიურპრიზებით დავასაჩუქრეთ.