საგანგაშო ინფორმაცია: ,,5 წლის შემდეგ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მთელი კოჰორტა გვეყოლება”

საგანგაშო ინფორმაცია: ,,5 წლის შემდეგ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მთელი კოჰორტა გვეყოლება"ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე იმ საგანგაშო სიტუაციაზე წერს, რაც საქართველოშია შექმნილი და ამბობს, რომ ცოტა ხანში ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, რადგან გაჩნდება მთელი კოჰორტა ადაიანების, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა ექნებათ.

,,რაც დღეს ხდება ,,ამფეტამინის” მოხმარების თვალსაზრისით საქართველოში,  უკვე ყველა საზღვარს გადასცდა. კატასტროფის წინაშე ვდგავართ და გამოსავალიც არ ჩანს, ვინაიდან ამ ნივთიერების მომხმარებლები არ თვლიან, რომ ეს არის პრობლემა.

ახალი მიდგომები, რაც დღეს მსოფლიოშია, არც ინერგება და არც საუბრობს ამაზე არავინ. უნდა ვისაუბროთ, როგორ შევამციროთ ზიანი, რომელიც მოაქვს ამ ნივთიერებას და რას მივიღებთ შორეულ პერსპექტივაში, თუნდაც 5 წლის შემდეგ.

ის ფსიქოპათოლოგია, რომელიც ვითარდება ამ ნივთიერების მოხმარების დროს, დიდ შეშფოთებას იწვევს და განვითარებული ქცევითი და ფსიქიკური აშლილობა ძალიან რთული სამართავია და ზოგჯერ საერთოდ უმართავიც.

პერსპექტივაში მივიღებთ ძალიან დიდ კოჰორტას ადამიანების, რომლებიც ორმაგი დიაგნოზების მქონე იქნებიან. დღევანდელი სისტემა მაგისთვის არ არის მზად და არც უჩანს პირი, რომ მოემზადება ან რამეს იზამს.

თუ ჩვენ არ გავითვალისწინეთ და არ დავნერგეთ საერთაშორისო პრაქტიკა ამ ნივთიერების ზიანის შესამცირებლად, ნამდვილად დიდი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. მარტო მედიკალიზაცია ამ პრობლემის არაფერს მოიტანს, სჭირდება სოციალური მიდგომების განვითარება, რითი დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, ვინც აირჩია ეს გზა” – წერს სიხარულიძე.