როგორ ცხოვრობს ყველაზე ღარიბი ყოფილი პრეზიდენტი – ,,ყველაფერი მაქვს, რაც მინდა”

როგორ ცხოვრობს ყველაზე ღარიბი ყოფილი პრეზიდენტი - ,,ყველაფერი მაქვს, რაც მინდა"ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მუხიკო თითქმის მთელ თავის ხელფასს ქველმოქმედებას ახმარს. პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, 2015 წელს ხოსე მუხიკომ უარი განაცხადა ოფიციალურ რეზიდენციაში ცხოვრებაზე და საგვარეულო სახლში დასახლდა, რომელიც საკმაოდ შელახული გახლავთ.

მასთან ერთად ცხოვრობს მისი მეუღლე ლუსია და ერთგული ძაღლი, სამფეხა მანუელა. სახლს მხოლოდ ორი პილიციელი იცავს, არანაირი
სპეციალური დაცვა.

ყოფილი პრეზიდენტის ფერმა მონტოვიდეოს მახლობლად მდებარეობს. ხოსე და ლუსია ყვავილების მოყვანითა და გაყიდვით არიან დაკავებულები. ისინი მარტო მუშაობენ, დამხმარეების გარეშე.

,,ჩემს ცხოვრებაში ყველაფერია”
მსოფლიოს ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად მუხიკო ორი მიზეზის გამო მიიჩნევა – პირველი, ის ცხოვრობს საკმაოდ მოკრძალებული, ასკეტური ცხოვრებით და მეორეც, საკუთარი ხელფასის 90 პროცენტს (ხელფასი თვეში 12 000 დოლარი გახლავთ) ქველმოქმედებას ახმარს.

,,მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობ, ბედნიერებისთვის ბევრი არაფერი მჭირდება, ყველაფერი მაქვს, რაც მინდა”,- ამბობს ხოსე მუხიკო.

როგორ ცხოვრობს ყველაზე ღარიბი ყოფილი პრეზიდენტი - ,,ყველაფერი მაქვს, რაც მინდა"ცხოვრება პრეზიდენტობამდე
1970 წელს კუბის რევოლიციით შთაგონებული ხოსე მუხიკო მაშინდელი მემარცხენეების, “ტუპამაროსის” წევრი გახდა, რასაც შედეგად მოჰყვა რამდენიმე საკმოდ სერიოზული ჭრილობა, სასამართლო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაათავისუფლეს 1985 წელს, როდესც ურუგვაიში დემოკრატია დამკიდრდა.
სწორედ პატიმრობის პერიოდში ჩამოუყალიბდა მომავალ პრეზიდენტს თანამედროვე მსოფლმხედველობა.
,,საკუთარ თავს ღარიბად არ მივიჩნევ, რადგან მაქვს ყველაფერი, რაც მინდა, – ამბობს იგი, – ღარიბი ის არის, ვინც იმიტომ ცხოვრობს, რომ ფული შეაგროვოს, ქონება მოიხვეჭოს. მათთვის ფული საკმარისი არასდროს არის და მთელი ცხოვრება ვიღაცას რაღაც უნდა უმტკიცონ. ასეთი ცხოვრება ბედნიერების და სიხარულის მომტანი ვერ იქნება”.

შინ.ჯი