რამდენიმე წუთის წინ თბილისში ტექნიკის მაღაზიები გაძარცვეს

რამდენიმე წუთის წინ თბილისში ტექნიკის მაღაზიები გაძარცვესთბილისში, პეკინის 11 ნომერში მდებარე ,,აიპლიუსის” მაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

მძარცველებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის წინა ფასადი და მაღაზიის ვიტრინაზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ.

ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ სხვა ტექნიკის მაღაზიებიც გაძარცვეს.

რუსთავი 2