,,რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ვერავინ იძალადებს პოლიციელზე” – ნათია მეზვრიშვილი

,,რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ვერავინ იძალადებს პოლიციელზე" - ნათია მეზვრიშვილიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ლევან ვასაძის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უკანონო ფორმირებების შექმნას და პოლიციისთვის წინააღმდწეგობის გაწევას ეხება.

-რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ბუნებრივია, ვერავინ გაარღვევს პოლიციის დერეფნებს, ვერავინ იძალადებს პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და, ბუნებრივია, პოლიციას ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.