ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულიაქალი, რომელიც საკუთარმა მეუღლემ დაჭრა, „გორმედის“ კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

-50 წლამდე ქალი 10-მდე ჭრილობით საავადმყოფოში უმძიმეს მდომარეობაში მოიყვანეს. მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება. ბასრი საგნით დაზიაბნებები აქვს მიყენებული კისრის, ნიკაპის, გულ-მკერდის არეში, ასევე, მუცლის ღრუში რამდენიმე შემავალი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებული აქვს ღვიძლი, კუჭი და ფილტვები.- აცხადებს „გორმედის“ ქსელის ქირურგი ლექსო ხეთაგური.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა დაბა აგარაში საკუთარი მეუღლე დაჭრა, თასაოფლელი კაცი კი მოკლა. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი