,,ფიცს ვდებ, ჩემი ქმრის მკვლელს არ შევარჩენ, აკვნიანს არ დავუტოვებ სახლში ცოცხალს არავის” – რა მოხდა წაღვერში

,,ფიცს ვდებ, ჩემი ქმრის მკვლელს არ შევარჩენ, აკვნიანს არ დავუტოვებ სახლში ცოცხალს არავის" - რა მოხდა წაღვერშისასტიკი მკვლელობა დაბა წაღვერთან – როგორც ირკვევა, წაღვერიდან ბაკურიანის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე მდებარე ერთ- ერთ სავაჭრო ჯიხურში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია. ის აღნიშნულ ობიექტზე გამყიდვლად მუშაობდა. 60 წლამდე პირს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ მკვლელობა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

ნიუპოსტი ( ვიდეო, სადაც მეუღლე საუბრობს, იხილეთ ქვემოთ)