,,ნიუპოსტის” ჟურნალისტებს რეზინის ტყვიები მოხვდათ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

,,ნიუპოსტის" ჟურნალისტებს რეზინის ტყვიები მოხვდათ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანესპარლამენტთან, აქციის ეპიცენტრში მომუშავე ,,ნიუპოსტის“ ორ ჟურნალისტს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს მთელი დღის მანძილზე აშუქებენ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი ჭურვები და რეზინის ტყვიები ესროლეს.

მძიმე ინტოქსიკააციის გამო მათ სამუშაო ადგილის დატოვება მოუწიათ. საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ ორივე თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.